1. შესავალი
1.1. წინამდებარე პირობები (შემდეგში „პირობები“) განსაზღვრავს სს „პსპ დაზღვევა“-ს ელექტორნული პორტალის მეშვეობით დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მისი პირადი პროფილით სარგებლობისას მხარეებს შორის პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
1.2. დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია სრულად გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს, მას შემდგომ სრულად შეავსოს პორტალზე მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაცია და ელექტრონულად დაეთანხმოს წინამდებარე პირობებს, რითიც ამავდროულად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე პირობების შინაარსს და სრულად ეთანხმება მას;
1.3. დამზღვევის დაზღვეულის მიერ სს „პსპ დაზღვევა“-ს ვებ-პორტალზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია და შესაბამისად წინამდებარე პირობებზე თანხმობის განცხადება , წარმოადგენს სს „პსპ დაზღვევასთან“ წინამდებარე პირობებით ვებ-პორტალით სარგებლობის უფლების მოპოვებას.
2. განცხადებები და გარანტიები
2.1. პორტალზე რეგისტრაციის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის დაზღვეული არასრულწლოვანი შვილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია/მოთხოვნილია მზღვეველის მიერ ან/და დაკავშირებულია რეგისტრატორისთვის პორტალზე მომხმარებლის სახელის რეგისტრაციასთან;
2.2. ვებ-პორტალზე რეგისტრაციის განხორციელებით დამზღვევი/დაზღვეული ადასტურებს, რომ ის არის
2.2.1. სრულწლოვანი პირი;
2.2.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არიმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.2.3. მის მიერ განაცხადის შევსებისას წარმოდგენილი ინფორმაცია მისი პიროვნების, საქმიანობის,სხვა და სხვა სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ შეესაბამება სიმართლეს და არის უტყუარი;
2.2.4. არასრულწოვანი შვილების დაზღვევის შესახებ მითითებული ინფორმაცია არის სრული და უტყუარი;
2.2.5. ის აძლევს სს „პსპ დაზღვევა“-ს უფლებას, ვებ-პორტალისა და მხარეებს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მისი და არასრულწლოვანი შვილების პერსონალური მონაცემები , ამ უკანასკნელთა დაზღვევის შემთხვევაში;
2.2.6. არ გაამჟღავნებს აღნიშნულ სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში მიღებულ ან მოპოვებულ კონფიდენციალური ინფორმაციას;
2.3. სს „პსპ დაზღვევა“ თავის მხრივ იძლევა გარანტიას:
2.3.1. დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალობა;
2.3.2. უზრუნველყოს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა ნებისმიერ დროს;
2.3.3. შეინახოს და დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.3.4. შეინახოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაცულ სერვერზე;
3. პერსონალური მონაცემების გამჟღავნებად ან პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევად არ მიიჩნევა შემდეგი შემთხვევები, გამოწვეული:
3.1. მზღვეველის/დამზღვევის/დაზღვეულის ან სხვა პირის კუთვნილი კომპიუტერის, ქსელის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით;
3.2. ნებისმიერი მესამე პირის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან პორტალზე არასანქცირებული წვდომით;
3.3. დამზღვევის/დაზღვეულის მიერ ნებისმიერ მესამე პირზე სადაზღვევო ურთიერთობებიდან გამომდინარე მზღვეველთან მასზე არსებული ინფომაციის გავრცელებით.
4. კონფიდენციალურობა
4.1. წინამდებარე პირობებზე თანხმობით, ერთის მხრივ დამზღვევი/დაზღვეული დამეორეს მხრივ სს „პსპ დაზღვევა“ ვალდებულნი არიან ხელშეკრულების მოქმედებისა და ვებ-პორტალით სარგებლობის პერიოდში დაიცვან მხარეებს შორის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან და წინამდებარე პორტალით სარგებლობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობის პირობები. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება: (i) იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად: ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან; ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
4.2. წინამდებარე პირობებზე თანხმობით მხარეები ადასტურებენ , რომ წინამდებარე სახელშეკრულებო პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და ამ ხელშეკრულებასა და ვებ-პორტალით სარგებლობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირს (პირებს) გადაეცემა(თ) მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებული შემთხვევებში.